დიზაინი

LEXUS-ის დიზაინი

ჩვენი დიზაინერული მიდგომა განისაზღვრება L-Finesse დიზაინის ენით. ეს რას ნიშნავს? გთავაზობთ უახლეს დიზაინს და ტექნოლოგიას და ვისწრაფით სიზუსტისკენ ყველაფერში, რასაც ვქმნით.

L-FINESSE

ამ პრინციპის საფუძველია სამი ძირითადი ფასეულობა, რომელიც შთაგვაგონებს და მართავს ჩვენს თითოეულ ესთეტიურ გადაწყვეტილებას.

  • უნაკლო პროგნოზი

    Omotenashi კონცეფცია - სტუმართმოყვარეობის იაპონური სული. ჩვენ გაცილებით მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მძღოლების საჭიროებების და სურვილების დაკმაყოფილებაა. წინასწარ განვსაზღვრავთ კონცეფციას, რომელიც გაგაოცებთ.

    გამორჩეული სიმარტივე

    ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქმნით, უნდა იყოს გამორჩეულად სასიამოვნო გამოყენების და ფლობისთვის. ნებისმიერი ზედმეტი სირთულე უნდა აღმოიფხვრას, რათა შევძლოთ გავაღვიძოთ გულწრფელი, სუფთა ემოცია მართვისას.

    დამაინტრიგებელი ელეგანტურობა

    ყველა ჩვენი ავტომობილი იპყრობს მზერას და იზიდავს. ისინი, ასევე იპყრობენ ყურადღებას. რაც უფრო მეტს უყურებთ, მით უფრო უღრმავდებით მათ. გასაკვირი არაა, რომ ჩვენი დიზაინერები საუბრობენ "ვიზუალური მოგზაურობის" შესახებ.

რადიატორის ცხაური

ჩვენი ცხაური მომენტალურად ცნობადია და Lexus-ის დიზაინის საფირმო ნიშანს წარმოადგენს. ეს თამამი განცხადებაა, რომელიც შეუძლებელია ვერ შენიშნოთ. მისი იკონოგრაფია მოხდენილია მცირედი ცვლილებების ფონზეც, მთელს ჩვენს სამოდელო ხაზში.

L-ფორმის წინა მაშუქები

ჩვენი L-ფორმის მაშუქები ჰარმონიულად ერწყმის რადიატორის ცხაურს და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. თითოეული ავტომობილის წინა და უკანა მხარეს ამოტვიფრულია ჩვენი დასახელება. მუდმივად განვითარებადი მაშუქები შექმნილია მოწინავე ტექნოლოგიების და სტილისტური მიღწევების საფუძველზე.

დამახასიათებელი პროფილი

თითოეული Lexus-ი გთავაზობთ გასაოცარ გვერდით ხედს. პროფილი გათვალისწინებულია დახვეწილი აეროდინამიკის დემონსტრირებისთვის, ხოლო სიღრმე ჩვენი დასახელების პირველი ასოს გამოძახილია. დიზაინი, ოსტატობა, ინჟინერია და სიმძლავრე გაერთიანებულია საერთო, მკაფიო მიზნისთვის.