2018 lexus design hero

დიზაინი

პიონერობის სული

ხელოვნების ახალი ფორმის შექმნა ძველი ტრადიციისგან.

ადამიანები ამუშავებდნენ ხეს უხსოვარი დროიდან, ხშირად ქმნიდნენ ხელოვნების ნიმუშებს, იმდენად პრიმიტიულს, რამდენადაც საინტერესოს, მაგრამ Yosegi-ს რთული იაპონური ხელოვნება ამ წესის აღსანიშნავი გამონაკლისია.

ხის დეკორატიული დამუშავების ეს დელიკატური და შრომატევადი ფორმა, რომელიც 400 წელიწადზე მეტია არსებობს და ასევე ცნობილია, როგორც იაპონური მარკეტრი (ხის მოზაიკა), გულისხმობს სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის მქონე ხის ელემენეტების დაწყობას რთულ მოზაიკურ ფიგურებად აბსოლუტური სიზუსტით.


  

  
    2018 lexus design1 landscape

ეს არის განსაკუთრებულად რთული პროცესი, რომელიც ითხოვს ოსტატობასა და გამოცდილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნიკალური ხელოვნების ფორმის პოპულარობა, გასული საუკუნის მანძილზე ერთგვარად შემცირდა.

თუმცა არსებობს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ Yosegi-ს უძველესი ხელოვნების გაგრძელებას, არამედ მისთვის თანამედროვე ელფერის მიცემას და მისი სილამაზის მსოფლიოსთვის გაცნობას აპირებს.

კენ ოტა ცნობილია, როგორც Yosegi-ს ხის დამუშავების თანამედროვე ოსტატი და ამ ხელოვნების მგზნებარე მატარებელი, იმდენად, რამდენადაც ის პატივს სცემს ტრადიციულ მეთოდებს, რომლებიც დაიხვეწა საუკუნეების მანძილზე, აგრეთვე იგი მოწადინებულია, რომ ფორმაში შეიტანოს ინოვაცია.

„მე მსურს გავაგრძელო და დავიცვა ეს ტრადიცია,“ ამბობს ოტა, რომელიც მუშაობს ატელიე - ჰაკონში, იაპონიაში, Yosegi-ს აღმოცენების ადგილას. „ამისათვის, მე მუდმივად უნდა შევიცვალო და მივყვე ინოვაციებს. საქმე იმაში არ არის, რომ ‘დააკოპირო ან არ დაგაკოპირონ’, არამედ იმაში, რომ შეინარჩუნო საკუთარი ორიგინალურობა.“


  

  
    2018 lexus design quote landscape

  

  
    2018 lexus design quote portrait 810x1080 v2

„მე მსურს გავაგრძელო და დავიცვა ეს ტრადიცია,“ ამბობს ოტა, რომელიც მუშაობს ატელიე - ჰაკონში, იაპონიაში, Yosegi-ს აღმოცენების ადგილას. „ამისათვის, მე მუდმივად უნდა შევიცვალო და მივყვე ინოვაციებს. საქმე იმაში არ არის, რომ ‘დააკოპირო ან არ დაგაკოპირონ’, არამედ იმაში, რომ შეინარჩუნო საკუთარი ორიგინალურობა.“

კენ ოტა, Yosegi-ს ხის ოსტატი

Yosegi-ს ნაკეთობები იმდენად უნიკალური და რთულია, რომ შეუძლებელია მათი მასიური წარმოება, ხოლო თითოეული ხელნაკეთი ნივთისთვის შერჩეული ხე ასახავს ხელოვანის სტილსა და გემოვნებას, ერთგვარი "ხელმოწერის" მსგავსად.

ოტა, რომელიც წლების მანძილზე სწავლობდა, რათა დაეხვეწა თავისი ნამუშევრები, თავდაპირველად პოლიტექნიკურ სკოლაში საიტამაში, ხოლო შემდეგ კი - განახლებულ ატელიე Kiro-ში, ოდავარაში, ქმნის ნამუშევრებს 25 სხვადასხვა სახეობის ხისგან, ჰოკაიდოდან ოკინავამდე, რომელსაც ის პირადად იძენს მთელი იაპონიიდან.

მისთვის ხე, რომელსაც ის იყენებს თავისი ძალზე პოპულარული ნამუშევრების შესაქმნელად (მათ შორის კოლოფების, ლანგრებისა და ჭიქების სადგამების), მეტია, ვიდრე უბრალოდ მასალა. ის ამახვილებს ყურადღებას ყოველი ნაწილის შეფასებაზე.


  

  
    2018 lexus design2 landscape 1920x1080 v2

„მე მინდა პატივი ვცე ტყეში მოჭრილი ხეების სიცოცხლეს,“ ამბობს ის. „იგივე ეხება სხვა ნივთებსაც, მაგრამ მე მინდა მადლობელი ვიყო იმისა, რასაც ვიღებ. ხის თითოეულ სახეობას გააჩნია თავისი უნიკალური ფორმა და გარეგნობა, რაც იძლევა გამოხატვის თავისუფლებასა და შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ გვაძლევს მის მიმზიდველობას."

Yosegi-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ მას ძალიან ბევრი დრო მიაქვს და საოცარ მოთმინებას მოითხოვს ოსტატისგან, რაც არ შეესაბამება იმ დინამიკურ ციფრულ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. იეტ ოტას არ აწუხებს ის ნელი ტემპი, რომელსაც მისი სამუშაო მოითხოვს და იღებს მას, როგორც შესაძლებლობას, შეისწავლოს თავისი სამუშაოს სიღრმეები, როგორც შემოქმედმა.

„დროს არ აქვს მნიშვნელობა,“ ამბობს ის. „მე მხოლოდ იმის გამოხატვა შემიძლია, რაც ჩემში არსებობს.“


  

  
    2018 lexus design3 landscape

პიონერობის სული

ხელოვნების ახალი ფორმის შექმნა ძველი ტრადიციისგან

Lexus-ი აფასებს ინოვაციებსა და მაღალი ხარისხის ოსტატობას. ბუნებრივი ხისგან ახალ, რთულ ფორმებად გარდაქმნისა და დამუშავების ექსტრაორდინალური ტექნოლოგიის აღნიშვნით, Lexus-ი ზრდის მის მიმდინარე ვალდებულებას, ტრადიციისა და ტექნოლოგიის შერწყმის გზით.

Next steps