Terracotta Valley

კონკურსი LEXUS DESIGN AWARDS

LEXUS DESIGN AWARDS 2021-ისთვის წარმოდგენილი საბოლოო ნამუშევრები

  • დღეს Lexus-მა წარადგინა Lexus Design Award 2021-ის ექვსი ფინალისტი. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, ცნობილი როგორც ახალი თაობის შემოქმედთა გამოზრდის არენა. ფინალისტების შერჩევა მოხდა 66 ქვეყნის 2079 კონკურსანტიდან. შერჩევის პროცესში გათვალისწინებულ იქნა Lexus-ის სამი ძირითადი პრინციპი: განჭვრეტა, ინოვაცია და მოხიბვლა. ფინალისტებს ხელმძღვანელობას უწევდნენ: ჯო დუსეტი, საბინ მარსელისი, მარიამ კამარა და სპუტნიკო, ვინც ხელს უწყობდა თითოეული პროექტის რეალიზაციას უკეთესი მომავლის მოლოდინით.
    მენტორობა Lexus Design Award-ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმზიდველი ელემენტია. ექვს ფინალისტს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა იმუშაოს მსოფლიო დონის შემოქმედთა ხელმძღვანელობით. მენტორები ფინალისტებს უზიარებენ სხვადასხვა მოსაზრებას და ეხმარებიან იდეების დახვეწაში მუდმივი დისკუსიის გზით. ფინალისტების დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობისა და მენტორების ენთუზიაზმის წყალობით, თითოეული იდეა გადაიქცა კიდევ უფრო ინოვაციურ წინადადებად შეზღუდულ დროში, სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში.
    მენტორმა მარიამ კამარამ განაცხადა: "მოხიბლული ვარ იმ სამუშაოს მოცულობით, რაც ფინალისტებმა შეასრულეს ასეთ მოკლე დროში. მათ გაითვალისწინეს ჩვენი რჩევები, მითითებები, ასევე დაგვანახეს საქმისადმი დიდი ერთგულება და ენთუზიაზმი იდეების რეალიზაციის პროცესში. ცხადია, რომ მათ აღელვებთ ის, თუ როგორი ეფექტი და გავლენა ექნება ნამუშევრებს. ფინალისტების ასეთი დამოკიდებულება მართლაც შექების ღირსია. მე გაოგნებული ვარ იმით, რასაც მიაღწიეს.
    ექვსი ფინალისტი თავის საბოლოო ნამუშევრებს წარუდგენს ჟიურის, რომელიც შედგება სახელგანთქმული მოწინავე დიზაინერებისგან. ესენი არიან: დონგ დონგი, გრეგ ლინი და საიმონ ჰამფრისი. ხოლო 27 აპრილს გამოცხადდება გრან პრის გამარჯვებული დიზაინი, რაც იქნება Lexus Design Award-ის კულმინაციური მომენტი.
  • Lexus Design Award წარმოადგენს საერთაშორისო კონკურსს დამწყებ შემოქმედთათვის მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ეწყობა 2013 წლიდან. კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი დიზაინერებისა და შემოქმედთა მხარდაჭერით, რომელთა ნამუშევრებში ჩანს უკეთესი მომავლის პოტენციალი. ექვს ფინალისტს ეძლევა შანსი მოწინავე დიზაინერების ხელმძღვანელობით შექმნას საცდელი ნიმუში. Lexus Design Award უზრუნველყოფს კონკურსის ფართო გაშუქებას მასმედიით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პროფესიონალურ კარიერაში წინსვლის პერსპექტივებს.
    დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ LexusDesignAward.com ოფიციალური ჰეშთეგი: #lexusdesignaward