2018 lexus lda hero

კონკურსი LEXUS DESIGN AWARD

2018 წლის, პრესტიჟული კონკურსის LEXUS DESIGN AWARD-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

Lexus International-მა გამოაცხადა პრესტიჟული კონკურსის - Lexus Design Award 2018-ის 12 ფინალისტი. დაარსებიდან მეექვსე წელს, გამორჩეული საერთაშორისო დიზაინის კონკურსი იწვევს ახალგაზრდა დიზაინერებს იდეების წარმოსადგენად თემაზე “CO-“, რომელიც წარმოდგება ლათინური პრეფიქსისგან, რაც ნიშნავს ,,ერთად" ან "ერთად ჰარმონიაში“. თემის “CO-” ფარგლებში შეისწავლიან შესაძლებლობებს, თუ როგორ შეიძლება დიზაინის მეშვეობით მთელი რიგი გლობალური გამოწვევების გადაჭრის გზების პოვნა და ბარიერების გადალახვა ბუნებისა და საზოგადოების ჰარმონიული ინტეგრაციით.
წელს დაფიქსირდა კონკურსის - Lexus Design Award-ის მონაწილეთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, სადაც დარეგისტრირდა 1300 განაცხადზე მეტი 68 ქვეყნიდან. სერ დევიდ ადჯაიემ, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა: ,,ამაღელვებელია იმის გაგება, თუ მომავალი თაობის დიზაინერები, როგორ გარდაქმნიან ახალ კონცეფციებსა და ფილოსოფიას დღესდღეობით არსებული ფუნდამენტური პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტილებად“. წინა კონკურსის - Lexus Design Award-ის ფინალისტებმა და გამარჯვებულებმა შემდგომში წარმატებას მიაღწიეს. მათ შორის აღსანიშნავია 2014 წელს სებასტიან სქერერის მიერ შექმნილი პროექტი “Iris”, რომელმაც მოიპოვა კონკურსის - German Design Award 2016-ის ჯილდო და 2015 წელს Caravan-ის მიერ შექმნილი პროექტი “Sense-Wear”, რომელმაც 2016 წელს მოიპოვა ვენეციის დიზაინის კვირეულზე ჩატარებული კონკურსის - Wearable Technologies Contest-ის ჯილდო.
პრესტიჟული ჟიურის წევრების მიერ ჩატარებული, მნიშვნელოვანი განხილვის შემდეგ, შერჩეულ იქნა 12 ფინალისტი, რომლებსაც წელს დაემატნენ მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები დევიდ ადჯაიე და შიგერუ ბენი. 12 ფინალისტს შორის შეირჩეულ იქნა ქვემოთ წარმოდგენილი 4 კანდიდატი, აღიარებული მენტორების ელიტური გუნდის ხელმძღვანელობითა და მენტორობით საკუთარი დიზაინის პროტოტიპის შესაქმნელად: ლინდსი ადელმანი, ჯესიკა უელში, სოუ ფუჯიმოტო და Formafantasma.
დანარჩენი რვა ფინალისტის მიერ შექმნილი დიზაინების ოთხი პროტოტიპი და დაფები დეტალური პრეზენტაციებით წარმოდგენილი იქნება წელს, აპრილის თვეში გამართულ, მილანის დიზაინის კვირეულის ღონისძიებაზე*. 12 ფინალისტი ჟიურის და საერთაშორისო მედიას წარუდგენს საკუთარ ნამუშევრებს. პრეზენტაციის შემდეგ შეირჩევა გრან პრის გამარჯვებული.
დამატებითი ინფორმაცია და სურათები წარმოდგენილია:
კონკურსის Lexus Design Award ვებგვერდზე:
Instagram: @lexusdesignaward
ოფიციალური ჰეშთეგები: #LexusDesignAward; #MilanDesignWeek;

2018 წლის მილანის დიზაინის კვირეულზე* Lexus-ის წარმოდგენასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თებერვლის შუა რიცხვებში Lexus Design Event-ის ვებგვერდზე.

*მოფლიოს დიზაინის უდიდეს გამოფენაზე, რომელიც ცნობილია Salone Del Mobile-ის სახელით, წარმოდგენილია ღონისძიებები და გამოფენილია ბრენდები და დიზაინერები ბევრ კატეგორიაში, მათ შორის ავეჯის, მოდისა და ტექსტილის მიმართულებით.