1. Discover Lexus
  2. Design
  3. Lexus Design Awards
  4. David Adjaye joins judges panel
იყავით კონტაქტზე

სერ დევიდ ადჯაიე ხდება კონკურსის, LDA 2018-ის ელიტური ჟიურის წევრი

Lexus-ი მოხარულია გამოაცხადოს, რომ ცნობილი არქიტექტორი დევიდ ადჯაიე ხდება კონკურსის - Lexus Design Award 2018-ის ჟიურის წევრი. ადჯაიე, მისი თაობის ყველაზე გავლენიანი არქიტექტორი, უერთდება მსოფლიო კლასის ჟიურის წარმომადგენლებს, რომლის წევრიც ახლახანს გახდა ინოვაციური არქიტექტორი - შიგერუ ბენი. კონკურს - Lexus Design Award-ის მეშვეობით, სერ დევიდ ადჯაიე და ჟიურის სხვა წევრები განსაზღვრავენ და დაადგენენ დიზაინერებისა და კრეატორების ახალ ტალღას, მსოფლიოს მასშტაბით.

ყოველწლიურად, მსოლფიოს მასშტაბით ათასობით შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდას სურს მონაწილეობა მიიღოს კონკურსში - Lexus Design Award, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ მსოფლიოში აღიარებული დიზაინერების ხელმძღვანელობით, მოიპოვონ პროტოტიპების დაფინანსება და მიწვეულ იქნან მილანის დიზაინის კვირეულზე - Lexus Design-ის ღონისძიებაზე. სერ დევიდ ადჯაიე და ჟიურის სხვა წევრები შეარჩევენ 12 ფინალისტს, რომლებიც ყველაზე კარგად წარმოადგენენ წლევანდელ თემას “CO-“, რაც ასახავს Lexus-ის ბრენდის წარმოდგენას, რომ კარგ დიზაინს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა უკეთესობისკენ. 2018 წელს გამართულ, მილანის დიზაინის კვირეულზე ადჯაიე და ჟიურის სხვა წევრები ერთ-ერთ ფინალისტს გადასცემენ საოცნებო გრან პრის.

,,კონკურსი - Lexus Design Award-ი საოცარ პლატფორმას სთავაზობს ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან, გაცილებით უფრო ინკლუზიური მომავლის შესაქმნელად. ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ჟიურის წევრი, რომელიც ამ ხმების ამაღლებას შეუწყობს ხელს. წლევანდელი კონკურსის თემა რეზონანსული იყო, განსაკუთრებით ჩემთვის. რამდენადაც ჩვენ განვიხილავთ 21-ე საუკუნის გამოწვევებს, ერთობლივი განსჯა და განხილვა ინტერდისციპლინარული პერსპექტივით, ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.” – სერ დევიდ ადჯაიე.

"Time Magazine"-ის მიერ, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელებულ განელ-ბრიტანელ არქიტექტორს, რაინდის წოდება მიენიჭა 2017 წელს არქიტექტურაში გაწეული სამსახურისთვის. 2016 წელს მან მიიღო Panerai London Design-ის მედალი. სერ ადჯაიეს ბოლოდროინდელ მიღწევებს შორის აღსანიშნავია აფრიკულ-ამერიკული ისტორიისა და კულტურის ეროვნული მუზეუმი - სმიტსონური ინსტიტუტის მუზეუმი ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში მდებარე ეროვნულ სავაჭრო ცენტრში, სადაც ასახულია გვირგვინის მოტივი იორუბას (ადგილობრივი ნიგერიული) სკულპტურიდან.

Lexus Design Award 2018-ზე მონაწილეობისთვის, განაცხადები მიიღება 24 ივლისიდან 8 ოქტომბრამდე. 2018 წლის იანვარში გამოცხადდება 12 ფინალისტი, ხოლო გრან პრის მფლობელი დასახელდება მილანის დიზაინის კვირეულზე, 2018 წლის 16 აპრილს. კონკურსის - Lexus Design Award 2018-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: LexusDesignAward.com