lexus yacht hero

მომავლის სურათები

Lexus-ი წარმოგიდგენთ სპორტული იახტის კონცეფციას

აღმოაჩინეთ ჩვენი ახალი, მაღალეფექტური, 42-ფუტიანი სპორტული იახტის კონცეფცია, აღჭურვილი Lexus-ის ორი 5-ლიტრიანი V8 ძრავით. ეს გამაოგნებელი საზღვაო Lexus-ი იდეალური დამატებაა Lexus-ის ცხოვრების სტილისთვის.

წარმომავლობა

რამდენიმე წლის წინ, "Toyota Marine Department"-მა მიიწვია TMC-ის პრეზიდენტი აკიო ტოიოდა, რამდენიმე დღის გასატარებლად ახალი "Ponam"-ის სამოდელო ხაზის პრემიალური კლასის იახტებზე, რომლებიც მალე უნდა გამოეშვათ იაპონიაში. აკიო ტოიოდაზე, როგორც მთავარ მძღოლზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტურბოდიზელის ძალოვანმა აგრეგატებმა, კორპუსის მოწინავე დიზაინის სტაბილურობამ და მართვის სიმარტივემ. მან, როგორც "Lexus International"-ის ბრენდინგის უფროსმა ოფიცერმა, ასევე დააფასა პრემიუმ-კლასის მაჩვენებლების მქონე იახტის პოტენციალი, Lexus-ის ცხოვრების სტილის თვალსაზრისით.

ამან განაპირობა ის, რომ "Marine Department"-ს ხელახლა გაეაზრებინა, თუ როგორ შეეძლო პრემიუმ კლასის იახტას გაეფართოებინა Lexus-ის ბრენდი ცხოვრების სტილის და რეკრეაციის ახალ სფეროებში. 2017 წლის 12 იანვარს, Lexus-მა წარადგინა ამ პროექტის შედეგი: Lexus-ის სპორტული იახტის მოქმედი კონცეფცია, კუნძულ დი ლიდოზე, ბისკაის ყურეში (მაიამი ბიჩ, ფლორიდა).

დიზაინი

ტოიოტა სითიში, იაპონიაში, Lexus Design Centre-ს დაესახა დავალება, შეექმნა ღია სპორტული იახტა, რეკრეაციული ერთდღიანი ტურისთვის, ექვსი-რვა სტუმრით, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა მაღალეფექტური შეწყვილებული Lexus-ის V8 ძრავით, თანამედროვე დიზაინით და საუკეთესო მართვის მახასიათებლებით.

2015 წლის ზაფხულში, დიზაინის ჯგუფის კონცეფციები შეაფასეს უფროსმა მმართველმა ოფიცერმა ტოკუო ფუკუიჩიმ, Global Design-ის უფროსმა ოფიცერმა და Lexus International Co. პრეზიდენტმა, უფროსმა მმართველმა ოფიცერმა, შიგეკი ტომოიამამ, რომელიც ხელმძღვანელობს Toyota Marine Department-ს და პრეზიდენტმა ტოიოდამ.

"ეს ძალისხმევა ძალზე ფასეულია ჩვენთვის, რადგან ის არის სტიმული ჩვენი შემოქმედებითი ენერგიისთვის და წარმოსახვისთვის, რათა შევქმნათ დიზაინის და ცხოვრების სტილის შესაძლებლობები, ჩვენთვის კარგად ნაცნობი საავტომობილო სფეროს ფარგლებს გარეთ.” აღნიშნული პროექტი იხვეწებოდა 2015 წელს. ამ პერიოდში Marine Department-მა ააგო იახტის კონსტრუქცია და დაამონტაჟა ბორტის საზღვაო სისტემები.

Lexus-ის სპორტული იახტა, რომლის დემონსტრირებაც მაიამიში მოხდა, წარმოადგენს ერთჯერად ინდივიდუალურ პროექტს, შემდგომი საწარმოო გეგმების გარეშე. ამ ერთადერთი ნიმუშის შესაქმნელად, Marine Department-მა შეარჩია Marquis-Carver Yacht Group-ი პულასკიში, ვისკონსინი, აშშ, მათი ადგილზე არსებული საინჟინრო და საწარმოო შესაძლებლობების და ასევე, ხელნაკეთი კომპოზიტური კონსტრუქციების შექმნის უნარის გათვალისწინებით.

მახასიათებლები

Lexus-ის სპორტული იახტის კონცეფციის დიზაინში, ზედა გემბანი და კორპუსი იდეალურადაა აგებული შიდა კონსტრუქციების გარშემო, თითოეული ნაწილი წარმოადგენს ერთიან, მასიურ ხელნაკეთ კომპოზიტს, ორნაწილიანი პოლიურეთანის ეპოქსიდის ფისისგან, რომელიც გაძლიერებულია ხელნაკეთი ნახშირბდის ბოჭკოს (კარბონი) საფარით, კომპოზიტურ მასალას ეწოდება ნახშირბადის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკი, ან CFRP.

CFRP წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება ისეთი სარბოლო ავტომობილების და "სუპერქარების" კონსტრუქციებში, როგორიცაა Lexus LFA, მაღალეფექტურ საჰაერო ხომალდებში, შეჯიბრებისთვის განკუთვნილ თხილამურებსა და ველოსიპედებში და მსოფლიო კლასის რეგატებისთვის განკუთვნილ ნავებში.

Lexus-ის სპორტული იახტის კონცეფციის უნიკალური CFRP კონსტრუქციის წყალობით იახტა დაახლოებით 1,000 კგ-ით უფრო მსუბუქია, მინაბოჭკოთი არმირებული პლასტმასით (FRP) აგებულ ანალოგიურ იახტებთან შედარებით. კორპუსის წყალქვეშა ნაწილის დიზაინი საფეხუროვანია, წინააღმდეგობის და შეზღუდვის შესამცირებლად და მაღალ სიჩქარეზე წონასწორობის უზრუნველსაყოფად.

კონცეფცია აღჭურვილია წყვილი 5,0 ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავით, რომელსაც საფუძვლად უდევს Lexus RC F კუპეს, GS F სედანის და LC 500 grand tourer-ისთვის გამოყენებული მაღალეფექტიანი 2UR-GSE ძრავა.

თითოეული ძრავა უზრუნველყოფს 440 ცხენის ძალას / 446 ცხ.ძ. / 328 კვტ, რისი წყალობითაც იახტას შეუძლია იმოძრაოს საათში 49 მილის სიჩქარით (43 კვანძი), ორი ჰიდრავლიკურად კონტროლირებადი ბორტის შიდა / ბორტის გარე ღერძული მიმყვანით. ცხვირის სამართავი მოწყობილობა მართვის ბერკეტით, ეხმარება დაყენებაში.

კაპიტანი ახდენს ბორტის სისტემების მართვას და მონიტორინგს საჭესთან არსებული ფერადი სენსორული პანელის მეშვეობით; მონიტორი უჩვენებს GPS ნავიგაციას, ციფრულ რუკებს, ზედაპირულ რადარს, წყალქვეშა სონარს, განათების და გასართობ სისტემებს. კაპიტანის სავარძელი ელექტრორეგულირებადია, საიდაყვე იკეცება, რის შემდეგაც სავარძელზე შესაძლებელია ყველა მხრიდან დაჯდომა, ყველაზე განსაკუთრებული სტუმრებისთვის.

წინა მგზავრის ადგილი მოპირკეთებულია Lexus-ის მდიდრული ტყავით, ხის და მინის ელემენტებით. დასადგომად საკმარისი სიმაღლე, ექვსადგილიანი დასაჯდომი მაგიდით და ჰაერის კონდიცირება კომფორტულ გარემოს ქმნის ვიწრო წრეში გართობისთვის.

კამბუზში არის ორკამფორიანი ღუმელი, ნიჟარა და მაცივარი; ლამაზად მოპირკეთებულ თავში არის შხაპიც.

ინტეგრირებული აუდიო-ვიდეო გასართობი სისტემა სრულად არის ქსელში ჩართული, 4G Wi-Fi & WAN-ით. ხმის გამოცემა ხდება ზედაპირზე დამონტაჟებული რევოლუციური აკუსტიკური გამშვებებით, რომლებიც ჭერის პანელს იყენებენ, როგორც გარდამქმნელს. ასევე აღჭურვილია ციფრული გამაძლიერებლით - Mark Levinson® Reference.

ციფრები

საერთო სიგრძე 12.7 მ
მორი (სიგანე) 3.86 მ
სასარგებლო ტვირთამწეობა 8 ადამიანი
სიმძლავრე, ჯამური 885 ცხენის ძალა / 897 DIN ცხ.ძ. / 660 კვტ.
მაქსიმალური სიჩქარე 43 კვანძი

წარმომავლობა

Lexus-ი, Toyota Motor Corporation-ის განყოფილება, დაარსდა 1989 წელს, რათა შეექმნა და გამოეშვა ყველაზე დახვეწილი ავტომობილები, რაც ოდესმე ყოფილა, მომხმარებელთა უმაღლესი დონის მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულებით. Lexus International-ი შეიქმნა, როგორც "კომპანია კომპანიაში", 2011 წელს, ბრენდის მთელი ცენტრალური სტრატეგიის, დაგეგმვის, დიზაინის, საინჟინრო საქმიანობის და წარმოების კოორდინაციისთვის.

Toyota Motor Corporation-ის (TMC) Marine Business Department-ი ("საზღვაო საქმიანობის დეპარტამენტი") დაარსდა 1997 წელს, უმაღლესი კლასის იახტების შესაქმნელად მოწინავე ტექნოლოგიების და ხარისხის კონტროლის მეთოდების გამოყენებით, რომლებიც დაიხვეწა Lexus-ის უმაღლესი კლასის ავტომობილების წარმოებისას. Toyota Marine-ის Ponam ხაზი მოიცავდა 26 და 28 ფუტის სიგრძის მინაბოჭკოვანი სპორტულ-სათევზაო ნავებს და უმაღლესი კლასის სასეირნო კატერებს, 31, 35, 37 და 45 ფუტის სიგრძის სასეირნო კატერებს, სრულად შედუღებული A5083 ალუმინის შენადნობის გამძლე და უხმაურო კორპუსით.

Ponam-ის მოდელები აღჭურვილნი არიან მაღალეფექტიანი ტურბოდიზელის ძრავებით, რომლებიც დაფუძნებულია Lexus GX 300d-ის (3.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი 4 ცილინდრით) და LX 450d-ის (შეწყვილებული ტურბოდიზელი 4.5-ლიტრიანი V8) ბაზაზე.

Toyota Ponam-ის ხაზი ლიდერია პრემიუმ კლასის იახტების მრეწველობაში, იაპონიაში. 1998-დან 2002 წლამდე Toyota Marine-მ ასევე შეიმუშავა და გამოუშვა ეპიკური მინაბოჭკოვანი სატურნირო სათხილამურო და ვეიკბორდის კატერების ხაზი, ძირითადად, შეერთებული შტატების ბაზრისთვის, ყველა აღჭურვილი 4,0 ლიტრიანი 1UZ-FE DOHC ბენზინის V8 ძრავით, Lexus LS 400 ლუქს კლასის სედანიდან.

Marquis Yachts LLC დამოუკიდებელი კერძო კომპანიაა პულასკიში, ვისკონსინში, რომელიც ახორციელებს იახტების ბრენდების - Marquis Yachts და Carver Yachts პროექტირებას, ინჟინერიასა და წარმოებას. Marquis-ის ხაზის მწვერვალია 73-ფუტიანი სამდონიანი ფეშენებელური იახტა მინაბოჭკოვანი არმირებული პლასტიკის (FRP) კორპუსით, გემბანით და კონსტრუქციით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე www.marquisyachts.com ან www.carveryachts.com.