2019 lexus brand hero

დიზაინი

მომავლის ხედვა

თამამი, გაბედული კონცეპტუალური აზროვნება აძლიერებს Lexus-ის დიზაინს. იხილეთ ზოგიერთი პროექტი, რომლებმაც გვიბიძგეს მომავლისკენ - თითოეულმა საკუთარი მოულოდნელი ენერგიით. ისინი ერთი შეხედვით შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ.

  • 2019 lexus brand yacht

    მომავლის სურათები

    სპორტული იახტა

    როგორც თავისი საქმით გატაცებული მთავარი მძღოლი, აკიო ტოიოდა უბრალოდ არ მართავს ავტომობილებს. ამ მუდმივი მაძიებლის თვალთახედვის არეში ყველა სატრანსპორტო საშუალებაა. იახტები არ წარმოადგენენ გამონაკლისს. მას დიდი ხანი შთააგონებდა უაღრესად დახვეწილი მოდელების სიმძლავრე და გამორჩეულად რბილი მუშაობა.

    მან იცოდა, რომ ექსპერტის მიერ შექმნილი იახტა, მაღალი კლასის მაჩვენებლებით, შესანიშნავი, მართლაც დიდებული დამატება იქნებოდა Lexus-ის ცხოვრების სტილისთვის. ჩვენ ამას მივაღწიეთ, Lexus-ის სპორტული იახტის მეშვეობით. ყველას გთხოვთ ბორტზე.

  • 2019 lexus brand slide hoverboard

    მომავლის ხედვა

    სრიალი

    გაიცანით სასრიალო ჰოვერბორდი: მოძრაობის ახალი ფორმა. დიზაინის ოსტატების მიერ შექმნილი ჰოვერბორდი რადიკალურად გარდაქმნილი სკეიტბორდია. სასრიალო ფუნქციის შესაქმნელად, მოხდა ძირითადი ტექნოლოგიების ხელახლა დამუშავება, რამაც გამოკვეთა რეალური ტექნიკური ინოვაციები.

    ჩვენ გვჭირდებოდა მოგვეთავსებინა მძლავრი, ელექტრომაგნიტური მაგლევის ტექნოლოგია, თხელ, გარსშემოდენილი ფორმის დაფაში. ამისთვის საჭირო იყო ზეგამტარების, მაგნიტების და თხევადი აზოტის ზუსტი კომბინაციის მოძებნა. ყოველ ეტაპზე ჯგუფი აფართოებდა ტექნოლოგიის შესაძლებლობებს და პოტენციალს.