1. Discover Lexus
  2. Superior quality
იყავით კონტაქტზე

უმაღლესი ხარისხი

Lexus-ის მთელს სამოდელო ხაზში, თითოეული დეტალი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის დამზადებული. ყველა ასპექტი გაერთიანებულია, რათა შეიქმნას დახვეწილი, ძალდაუტანებელი გამოცდილება მძღოლისა და მგზავრებისთვის.

ტყავის კერვა

 

ჩვენი შესანიშნავი ტყავის ნაკეთობები შექმნილია საუკეთესო ოსტატების მიერ. გადასაკრავებზე მუშაობის ნებართვის მისაღებად, რომლებიც შემდგომში Lexus-ის ავტომობილებში შეგხვდებათ, ყველა მოსწავლემ უნდა გაიაროს ჩვენი ათსაფეხურიანი სასწავლო პროგრამა სამკერვალო "dojo"-ში. ტერმინი "dojo" ხშირად გამოიყენება საბრძოლო ხელოვნების სავარჯიშო დარბაზის აღსანიშნავად. Lexus-ში, ეს არის ჩვენი სპეციალური დაწესებულება ნიჭიერი ადამიანების აღმოსაჩენად და მათი ნიჭის დასახვეწად. ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ თითოეული მოდელი იყოს უმაღლესი ხარისხის.

ხელით შეკერილი სიზუსტე

შემდგომში, როდესაც ჩვენს ავტომობილში ჩაჯდებით, დაუთმეთ წამი, რათა შეაფასოთ ლამაზი ნაკერები, რომლებიც ამშვენებს ინტერიერს. მათი სიმარტივე და ელეგანტურობა არ ავლენს, თუ რამდენად რთულია მათი შექმნა.

კერვა უნდა შესრულდეს სიზუსტით - ყოველ ჯერზე. ეფექტი იგრძნობა შეხებით, რამდენადაც ხელით შექმნილი ხაზები ლამაზ კონტრასტშია ავტომობილის მოწყობილობების და მართვის პანელის მოწინავე ტექნოლგიასთან.

უნაკლო დამუშავება

 

Lexus-ის ავტომობილის ექსტერიერი იდეალურადაა დამუშავებული. ჩვენ ზუსტად დავხვეწეთ შეღებვის და ქვიშით დამუშავების მეთოდები, სულისშემკვრელად გლუვი ზედაპირების მისღებად, რომლებიც ბზინავს მდიდარი ლუმინესცენტური ფერებით.

ჩვენი ძალისხმევის შედეგები შეგიძლიათ პირდაპირ ხელით მოსინჯოთ - თქვენ აღმოაჩენთ ხარისხის ისეთ დონეს, რომელიც ნამდვილად ამახვილებს გრძნობებს.

 

სველი ქვიშით დამუშავების პროცესი

იდეალურ ზედაპირს გააჩნია მსუბუქი მომხიბვლელობა, მაგრამ მის შექმნას დიდი ძალისხმევა სჭირდება. საღებავის თითოეული ქვედა შრის დატანის შემდეგ ავტომობილი გარედან მუშავდება ხელით, სველი ქვიშის გამოყენებით.

დასრულებულ ზედაპირს ამოწმებენ Takumi ოსტატების მახვილი თვალები, ისევე, როგორც ციფრული სკანერები, შესაბამისად, არცერთი დეფექტი არ გამორჩება. უნაკლო სიგლუვე ერთადერთი ალტერნატივაა, რაც აკმაყოფილებს ჩვენ მაღალ სტანდარტებს.

ხელით შემოწმებული ხარისხი

 

დანადგარებს შეუძლიათ ნაკლოვანებების სკანირება, მაგრამ რეალური ხარისხი უნდა შემოწმდეს ადამიანის თვალით და დადასტურდეს ადამიანის ხელით. Lexus-ის მთელი სამოდელო ხაზის ავტომობილები პოლირდება და მოწმდება ხელით. ყველაფერს ხელმძღვანელობს შეუდარებელი "Takumi".

წლების განმავლობაში, მათ გაამახვილეს შეხების ძალა - შეუდარებელი უნარი "წაიკითხონ" ზედაპირი თითებით და უზრუნველყონ უნაკლო ზედაპირი.

აღმოფხვრილი ნაკლოვანებები

Takumi უზრუნველყოფს ყოველი ავტომობილის ყველა ასპექტის სრულყოფილებამდე მიყვანას. თქვენ ხშირად დაინახავთ მათ, როგორ იცვამენ თეთრ ხელთათმანებს და ამოწმებენ უმცირეს დეფექტებს, რომლებიც ერთ მილიმეტრზე ნაკლებია.

მათ არაფერი გამორჩებათ, მათი გაძლიერებული მგრძნობელობის და შეუდარებელი კონცენტრაციის წყალობით, რომლებიც დახვეწილია მრავალწლიანი ვარჯიშით და მუშაობით.

ფაქიზად მომართული ინჟინერია

ჩვენი ძრავის ტესტები არ არის მხოლოდ ავტომატიზირებული. უახლესი ტექნოლოგიის გარდა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტების გარანტიას, ყველაფერი, რაც მოთავსებულია ხუფის ქვეშ, ასევე მოწმდება ოსტატის თვალითაც.

ადამიანის ხელები ჰარმონიაშია ისეთ მოწინავე სისტემებთან, როგორიცაა CAT სკანირება, რომელიც გადმოვიღეთ სამედიცინო მეცნიერებიდან. ტრადიციული სკანერებისგან განსხვავებით, ის თითოეული ძრავის შიგნით იხედება,რაც იმის გარანტიაა, რომ ყოველი მათგანი აკმაყოფილებს Lexus-ის მაღალი ხარისხის მოთხოვნებს.

Takumi ასევე იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის ტრადიციული სტეტოსკოპი, რათა ყოველთვის დაიცვან სიზუსტე და ხარისხი.