lexus ux hero

LEXUS UX-ი

კომპაქტური კროსოვერის კონცეფცია

2016 წლის "Paris Motor Show"-ზე წარმოდგენილი განსაცვიფრებელი Lexus UX concept-ი, წარმოადგენს კომპაქტური კროსოვერის ჩვენებურ ხედვას და განკუთვნილია მომავლის „მოქალაქეებისთვის“.

კონცეფცია

UX concept-ი წარმოადგენს ახალ ეტაპს Lexus-ის დიზაინის ისტორიაში; ახალი ტიპის ოთხადგილიანი ქალაქის კროსოვერი, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი თითქმის ველური გარეგნობა, 4×4 ყველგანმავალის მახასიათებლები, დაბალი კლირენსი და კუპეს მსგავსი მძღოლის პოზიცია.


  

  
    lexus ux quoteblock bg

გლუვი, სკულპტურული დიზაინი

ფუტურისტული, “შიგნიდან-გარეთ” კონცეფცია წარმოადგენს დიზაინის არსს და ქმნის ძლიერ სინერგიულ კავშირს ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინს შორის. უკანა მხარეს, ძარის ფორმა გადადის სალონში და ქმნის უკანა სავარძლის სათაურების ძირითად სტრუქტურას.

  • 
  

  
    lexus ux section02 01

    განათებული დიზაინი

    ინოვაციური დეტალები აგრძელებენ “შიგნიდან-გარეთ” კონცეფციას. L-ფორმის დღისით ანთებული მაშუქები ხაზს უსვამს მთავარი მაშუქების სტრუქტურას. უკანა მაშუქები ხასიათდება ძლიერი სამგანზომილებიანი დიზაინით და ინტეგრირებულია უკანა სპოილერში.

  • რევოლუციური აზროვნება

    UX concept-ის საბურავებიც კი სცილდება საზღვრებს; რეზინი ისეა ამოჭრილი ლაზერით, რომ დისკის ქიმები გვერდითი კედლის გაგრძელებას ჰგავს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს დისკი და საბურავი ერთი მთლიანი ელემენტია.

  • 
  

  
    lexus ux section02 03

    ძლიერი და მაინც ელეგანტური

    ექსტერიერის ელემენტები გაერთიანებულია მგრძნობიარე, სკულპტურული ზედაპირით, რომელიც კლასიკურ სპორტულ ავტომობილებს მოგვაგონებს. ეს არქიტექტურა უნიკალურია Lexus-ისთვის, ძლიერი ჰორიზონტალური დიზაინი მიიღწევა მოცულობებით და არა უბრალოდ დამახასიათებელი ხაზებით. ხუფის სიგრძეს ხაზს უსვამს სალონის ფორმაც.

შეაბიჯეთ UX-ის სამყაროში

სალონის წინა ნაწილი იმდენად დახვეწილია, რამდენადაც მოსახერხებელი მძღოლისთვის. ამავე დროს, უკანა ნაწილი მოსახერხებელ სავარძელს ჰგავს, რომელიც თითქოს ეხვევა უკანა კარებს; ფერთა კონტრასტი უზრუნველყოფს მეტი სივრცის შეგრძნებას ლუქს კლასის კროსოვერის სალონში.


  

  
    lexus ux section03 00
  • 
  

  
    lexus ux section03 01

    თამამი და მოულოდნელი

    ტრადიციული მართვის პანელის ადგილას მახვილი, კუთხოვანი ფორმები ერთმანეთში გადადის და შუქ-ჩრდილების კონტრასტს ქმნის. პანელის ორივე მხარეს არის ეკრანი, რომელიც გიჩვენებთ გამოსახულებას გვერდითა სარკეებიდან.

  • ყოველთვის დაკავშირებული

    ავტომობილის საბორტო HMI (ინტერფეისი ადამიანი-მანქანა) ტექნოლოგია შექმნილია ინტუიციური, სამგანზომილებიანი გამოსახულების უზრუნველსაყოფად, იმ მძღოლებისა და მგზავრებისთვის, რომლებიც იყენებენ და მოელიან მუდმივად დაკავშირებულ გარემოს.

  • ნოვატორული ტექნოლოგია

    მძღოლის მართვის პანელი წარმოადგენს გამჭვირვალე სფეროს, რომელიც თითქოს ტივტივებს ჰოლოგრამასავით და მოიცავს ციფრული და ანალოგური ინფორმაციის კომბინაციას. ცენტრალური კონსოლის თავზე, კრისტალური სტრუქტურა ქმნის ჰოლოგრამის ტიპის გამოსახულებას ჰაერის კონდიცირების და მულტიმედიური ინფორმაციით, რომელიც ხელმისაწვდომია მძღოლისა და წინა მგზავრისთვის.

    Lexus UX Concept ითვალისწინებს ასევე მოწინავე ელექტროტექნოლოგიებს, როგორებიცაა ელექტროქრომატული ფანჯრები და თხელი ელექტრონული სარკის კამერა, ტრადიციული გვერდითი სარკეების ნაცვლად. ელექტრონული კამერებიდან გამოსახულება გადაეცემა შიდა ეკრანებს, რომლებიც წარმოადგენენ მართვის პანელის დეკონსტრუქციულ არქიტექტურას.

    A-სვეტის მოტივი მეორდება ახალ აუდიოსისტემაში, უფრო ახალგაზრდა მგზავრებისთვის - მოსახსნელი ხმოვანი სისტემა, რომელიც ჩაშენებულია მართვის პანელის გვერდზე.

  • 
  

  
    lexus ux section03 04