lexus LF FC hero

LF-FC

სედანი წყალბადის საწვავი ელემენტით

ახალი თაობის, ლუქს კლასის კონცეპტუალურმა ავტომობილმა LF-FC, დაიპყრო 2015 წელს გამართული "Tokyo Motor Show"; ეს იყო მართლაც საოცნებო, ახალი ლუქს კლასის სედანის გახსნა.

  • კონცეპტუალური ავტომობილი LF-FC

    ეს მომავლის ამაღელვებელი გაელვებაა. ეს პირველი კონცეფციაა საწვავი ელემენტით. LF-FC გასაოცარი და ელეგანტური 4-კარიანი კუპეა, რომელიც აღჭურვილია ყველა ამძრავი თვლების მოწინავე სისტემით. LF-FC არაა უბრალოდ დიზაინის ნიმუში, ის შექმნილია იმისათვის, რომ სრულიად გარდაქმნას თქვენი მოლოდინი.


  

  
    lexus lf fc quoteblock bg

  

  
    lexus lf fc quoteblock fg

LF-FC ასახავს ფუფუნების და მაღალი ტექნოლოგიების, ჩვენს არც ისე შორეული მომავლის ხედვას

Tokuo Fukuichi, "Lexus International"-ის პრეზიდენტი

"L-FINESSE" დიზაინის ფილოსოფია

LF-FC-ს ექსტერიერი განასახიერებს Lexus-ის L-finesse დიზაინის ფილოსოფიას; უზადო სიმარტივე და ელეგანტურობა. დომინირებს გამორჩეული, უნიკალური დიზაინის ცხაური, ხოლო L-ფორმის დღისით ანთებული მაშუქები (DRL) ხაზს უსვამს ავტომობილის დინამიკურ ფორმებს.

  • 
  

  
    lexus lf fc section02 01

    გასაოცარი სიმარტივე

    ასევე, აღსანიშნავია LF-FC-ს ახალი, შთამბეჭდავი სამქიმიანი უკანა მაშუქები. როდესაც ამ უნიკალური კონცეპტუალური ავტომობილის სრულ პროფილს ნახავთ, თქვენ იწყებთ მისი რადიკალური დიზაინის დაფასებას. მხოლოდ მაშინ გამოჩნდება LF-FC-ს ნამდვილი ხასიათი.

  • 
  

  
    lexus lf fc section02 02

    საოცნებო დიზაინი

    სახურავის წინიდან, უკანა მიმართულებით გარდამავალი გლუვი ფორმით, LF-FC შექმნილია სწორი გზის "შთანთქმისთვის", თუმცა, ასევე სრულიად შესანიშნავი და შთამბეჭდავია უფრო რთულ, მიხვეულ-მოხვეულ გზებზეც. 21-დუიმიანი ალუმინის დისკები კარბონის სალტეებით დამატებით მოხდენილობას მატებს ისედაც დინამიკური დიზაინის ავტომობილს.

შეაბიჯეთ LF-FC-ს სამყაროში

მობრძანდით ინტუიციური ტექნოლოგიებისა და ფუფუნების ფუტურისტულ სამყაროში. ჩაჯდომისთანავე, თქვენ მოგესალმებათ უკონტაქტო ჰოლოგრამული გამოსახულება, რომელიც ლივლივებს ცენტრალური კონსოლის თავზე. უკონტაქტო ტექნოლოგია, რომელსაც აკონტროლებთ ხელის მარტივი ჟესტებით, მართავს LF-FC-ს ავტომატური მართვის სისტემას, საინფორმაციო-გასართობ ფუნქციებს და კლიმატს სალონში.


  

  
    lexus lf fc section03 00
  • სრული ფუფუნება

    სალონი დაპროექტებულია ორ სექციად; ზედა ნახევარი ქმნის გახსნილობის შეგრძნებას და საშუალებას აძლევს მძღოლს, კონცენტრაცია მოახდინოს გზაზე, დაძაბულობის გარეშე. თვალის დონეზე ერთი შეხედვით, ანილინის ტყავის წინა სავარძლები, კარებსა და მართვის პანელთან ერთად, ქმნიან ცურვის შეგრძნებას.

  • 
  

  
    lexus lf fc section03 01

    ძალოვანი აგრეგატი საწვავი ელემენტით

    წყალბადის საწვავი ელემენტის სისტემა კვებით ამარაგებს ყველა ამძრავი თვლების კონცეფციას და უზრუნველყოფს წინა და უკანა თვლებს შორის ბრუნვის მომენტის ზუსტ გადანაწილებას. LC-FC-სთვის მასის ოპტიმალური განაწილება მიღწეულია - საწვავი ელემენტების ავტომობილის უკანა მხარეს განთავსებით, მართვის ბლოკის - წინა მხარეს და წყალბადის საწვავის ავზების T-ს ფორმირებით განლაგების ხარჯზე.

  • საოცნებო ტექნოლოგია

    ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგიები გაუმჯობესებული სატრანსპორტო გარემოს ამომცნობით, პროგნოზირებისა და სამართლებრივი ფუნქციებით, უზრუნველყოფს ავტომობილის უსაფრთხო და ეფექტურ მართვის გამოცდილებას - ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, შევქმნათ სამყარო, სადაც აღარ მოხდება საგზაო შემთხვევები.

  • lexus lf fc section03 03