lexus LF 30 hero

LF-30 ELECTRIFIED

LF-30 ELECTRIFIED

Lexus წარმოადგენს თავის ხედვას მომავლის ელექტროფიცირების შესახებ, LF-30 Electrified კონცეფციის მსოფლიო ჩვენებასთან ერთად.

Lexus LF-30 Electrified-ის გამორჩეული მომენტები

უწყვეტი მცდელობის ფარგლებში, გაეზიარებინა ნოვატორული და გასაოცარი გამოცდილება, Lexus-მა წარმოადგინა თავისი “Lexus Electrified" ხედვა ელექტროფიცირებული ავტომობილების მომავალ თაობასთან დაკავშირებით.

  • 
  

  
    lexus lf 30 section 1

    LF-30 Electrified ახალი, კონცეფტუალური ავტომობილი ხორცს ასხამს ლექსუსის ელექტროფიკაციას

    LF-30 Electrified კონცეფტუალური ავტომობილი ხორცს ასხამს „LF-30 Electrified“-ის ხედვას. მისი გარეგნული სტილისთვის, მოწინავე იმიჯი, რომელსაც მოელოდნენ BEV-ისგან, მიმართულ იქნა მხატვრული მახასიათებლებისკენ, რაც გამოვლინდა ფუტურისტულ ფორმასა და ინტერიერში, რომელიც მტკიცედ უერთდება ავტონომიურ მართვას და სხვა, ახალ ტექნოლოგიებს, მიზნად ისახავს რა წარმოადგინოს Lexus-ის გამორჩეული მსოფლმხედველობა. საექსპლუატაციო თვისებები ეფუძნება Lexus-ის ელექტროფიცირებულ კომპონენტებს, ამას დამატებული Lexus-ის უახლესი ტექნოლოგიები და ჩვენი ლიდერობა HEV სისტემების განვითარებაში. ელექტროძრავის ზუსტი კონტროლი უზრუნველყოფს პოზიციის მყისიერ რეგულირებას, რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში. გარდა ამისა, LF-30 Electrified იყენებს უამრავ მოწინავე ტექნოლოგიას, პერსპექტივით 2030 წლამდე, როგორიცაა მაგალითად, ახალი კონცეფციით შექმნილი კაბინა, რაც ეფუძნება ადამიანზე ცენტრირებული ფილოსოფიის დიზაინსა და ელექტრო მართვის სისტემას.

  • 
  

  
    lexus lf 30 section 2

    ფუტურისტული ექსტერიერი წინაპირობაა Lexus-ის 2030 წლის ელექტროფიცირებული ავტომობილებისთვის

    ახალი დიზაინის გამოხატვის ამოცანის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მხოლოდ მიღწეულ იქნას BEV-ის საშუალებით, რომელიც მოძრაობაში მოჰყავს ბორბლებში განლაგებულ ელექტროძრავებს, Lexus-მა ვიზუალურად წარმოადგინა LF-30 Electrified-ის უნიკალური ენერგიის დინება. ავტომობილის ფორმა გამიზნულია იმისთვის, რომ ვიზუალურად გამოხატოს ენერგია, რომელიც წარმოიქმნება ავტომობილის ძარის კუთხეებში განლაგებული ბორბლების საშუალებით. ის მიედინება ავტომობილის კაბინისკენ, გაივლის მძღოლის მიღმა, რათა პირდაპირ გზის ზედაპირზე იდინოს.

    უკაპოტო ავტომობილის ფორმის გამოყენებით, რაც შესაძლებელი გახდა BEV-ის წყალობით, Lexus-ის საფირმო „შპინდელის” ფორმამ ჰპოვა შემდგომი განვითარება, რათა მანქანის მთელი არქიტექტურა მოეცვა. ფანჯრის შუშა, რომელიც უწყვეტად გადაჭიმულია წინა ნაწილიდან უკანა ნაწილამდე, დაკუნთული ფრთები, ფრთის ფორმის წინა მაშუქები ქმნიან Lexus-ის საკულტო შპინდელის კონტურებს. გარეგან კორპუსს გააჩნია ელეგანტური, ნარნარი წინა მხარე, რომელიც გადადის სწორხაზოვან და მკვეთრ უკანა ნაწილში. ფრთების ფორმის წინა მაშუქების გარდა, უკანა მაშუქების სიმკვეთრე და გვერდითა ჰაერშემწოვები ერთიანდება, რათა მიღწეულ იქნას ჩინებული აეროდინამიკური და გამაგრილებელი მახასიათებლები, რის შედეგადაც სტილი შეესატყვისება ფუნქციონალობას.

    გვერდითა ფანჯრების გაუმჭვირვალობა შეიძლება თავისუფლად დარეგულირდეს, რითაც მგზავრებს ეძლევათ გარემომცველი პეიზაჟების ფართო ხედვის საშუალება და მაღალი დონის კონფიდენციალურობა ღამით და სხვა სიტუაციებში. ავტომობილის წინა მხარის ფერი და ლუმინესცენცია საშუალებას იძლევა გარედან იქნას დანახული ცალკეული ავტომობილი ნორმალურ რეჟიმში მუშაობს თუ მართვის ავტონომიურ რეჟიმში, ასახავს რა Lexus-ის სწრაფვას მაღალი დონის სტილისა და ფუნქციონალობისკენ. ექსტერიერის ფერი „გალვანური ცა“ იყენებს მოწინავე ლითონის საფარს, რათა მიღწეულ იქნას უნიკალური ხარისხი, ლურჯ-მწვანე შეფერილობით.

TAZUNA

  • Lexus-ის ფუნდამენტური, ადამიანზე ცენტრირებული ფილოსოფიის უფრო მაღალ განზომილებაში გამოსავლენად, კაბინა კონსტრუირებულ იქნა Lexus-ის ახალი კონცეფცია „Tazuna”-ზე დაყრდნობით. შთაგონებული იმით, თუ როგორ შეიძლება ერთი სადავე გამოყენებულ იქნას ცხენსა და მხედარს შორის ურთიერთგაგების მისაღწევად, მოხდა საჭეზე განლაგებული კონტროლის გადამრთველებისა და თავს ზემოთ მონიტორის მაღალ დონეზე კოორდინირება, რითაც იქმნება სივრცე, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს ფოკუსირებული იყოს მართვაზე და ამავე დროს აკონტროლებდეს სხვადასხვა ფუნქციას, ისეთს, როგორიცაა ნავიგაცია, აუდიო სისტემა და ტარების რეჟიმის არჩევა ისე, რომ საჭირო არ იყოს ხედვის გადატანა ან მექანიკური გადამრთველებით სარგებლობა. Tazuna-ს კაბინის მომავალი ფორმის მინიშნების სახით, LF-30 Electrified იყენებს შემდეგი თაობის ინტერფეისებს, მაგალითად, ჟესტების კონტროლის ფუნქციასა და ავტომობილის შესახებ გაუმჯობესებული ინფორმაციის წარმოდგენას AR-ის საშუალებით (გაფართოებული რეალობა). შედეგად, იქმნება ინტერიერი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტს და მოხერხებულობას, როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის.

    წინა მგზავრის სავარძლის განლაგება იმეორებს პირველი კლასის სავარძლის განლაგებას თვითმფრინავში. ინტერიერი წარმოადგენს სივრცეს, სადაც თანაარსებობს გახსნილობის და შეფუთულობის შეგრძნება. ყველა გადამრთველი და მართვის სხვა ელემენტები განლაგებულია ადვილად მისაწვდომ მანძილზე და ჟესტურად მართვადი, დიდ ეკრანიანი მგზავრის სავარძლის მონიტორი ხელს უწყობს სალონის კომფორტსა და მოხერხებულობას.

    უკანა სავარძლები იყენებენ ხელოვნური კუნთების ტექნოლოგიას, რათა თავის მგზავრს მისცენ ფორმა. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ სხვადასხვა რეჟიმით, ისეთი, როგორიცაა წინ დახრის, მოდუნების და გაფრთხილების ფუნქციები. აუდიო სისტემა Mark Levinson® ქმნის შემდეგი თაობის მოსასმენ სივრცეს, სადაც დინამიკების წუთობრივი კონტროლი წარმოქმნის იდეალურ აკუსტიკურ სივრცეს, რომ მძღოლმა და თითოეულმა მგზავრმა მუსიკის მოსმენით სიამოვნება მიიღოს. ხოლო თავმისადებებში ჩამონტაჟებული დინამიკები არა მარტო უზრუნველყოფს ოპტიმალურ აუდიო გარემოს, არამედ მას ასევე გააჩნია ხმის ჩამხშობი ფუნქცია, რაც ხელს უწყობს სიმშვიდეს.

    უკანა სავარძლების თავზე განლაგებული შუშის სახურავი აღჭურვილია ხმოვანი მართვისა და ჟესტური მართვის “SkyGate” მონიტორის ფანჯრით, რომელიც იყენებს AR-ს, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მისაწოდებლად, ისეთი, როგორიცაა რეალისტური, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მომხმარებლის მიერ არჩეული ვიდეოები და ნავიგაციაც კი.

    თავისი უნიკალური დიზაინის გარდა, ინტერიერი ასევე მიუთითებს შემდეგი თაობის ფუფუნებაზე, გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რათა შემცირებულ იქნას დაწოლა გარემოზე. Yakisugi (გამომწვარი კედარი), ტრადიციული იაპონური მასალა, გამოიყენება იატაკისა და საჭის მაკონტროლებელზე, ხოლო ლითონი გადამუშავებულ იქნა ბოჭკოებად კარის ნაკეცებიანი საპირეს გასაკეთებლად. ასეთი მიდგომა გამოხატავს Lexus-ის გამორჩეულობასა და ნოვატორულ სულს.

    
  

  
    lexus lf 30 section 3

LEXUS LF-30 ELECTRIFIED-ის მთავარი მახასიათებლები

სიგრძე (მმ)
5,090
სიგანე (მმ)
1,995
სიმაღლე (მმ)
1,600
თვლების ბაზა (მმ)
3,200
წონა (კგ)
2,400
მგზავრობის დისტანცია [WLTP] (კმ)
500
აკუმულატორის ტევადობა (კვ/სთ)
110
დატენვის სიჩქარე (კვ)
150
0–100 კმ/სთ აჩქარება (წამები)
3.8
მაქსიმალური სიჩქარე (კმ/სთ)
200
მაქს. სიმძლავრე (კვ) / მაქს. ბრუნის მომენტი (ნმ)
400/700