უფრო რბილი ადგილიდან დაძვრა
თვითდამუხტვადი ბატარეა ყოველთვის მზად არის.
კომბინირებული ძალა
მართეთ ავტომობილი ბენზინის და ელექტროენერგიის მუდმივად ადაპტირებადი კომბინაციით.
უფრო „ჭკვიანური“ დამუხრუჭება
რეგენერაციული სამუხრუჭო სისტემა გამოიმუშავებს ენერგიას, როდესაც თქვენ ანელებთ მოძრაობას.
ბენზინის ძრავა
ელექტრო ძრავა
მუხრუჭი
ბატარეა
ბენზინის ძრავა
ელექტრო ძრავა
მუხრუჭი
ბატარეა
ბენზინის ძრავა
ელექტრო ძრავა
მუხრუჭი
ბატარეა

LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

უფრო რბილი ადგილიდან დაძვრა

Lexus-ში, ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი არის „kaizen“, ანუ მუდმივი გაუმჯობესება. ჩვენ ვიყენებთ მას, რათა მოგაწოდოთ გაუმჯობესებული სამუშაო მაჩვენებლები, მაგალითად, ახალი, მე-4 თაობის ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი, რომლითაც აღჭურვილია ახალი Lexus UX-ი.

იმ მომენტიდანვე, როდესაც ჩაჯდებით მძღოლის სავარძელში, თვითდამუხტვადი ბატარეა იქნება მზად, ქსელში ჩართვის ან მთელი ღამის განმავლობაში დამუხტვის საჭიროების გარეშე.

ქალაქში მართვისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სრულად ელექტრული EV რეჟიმი, რომელსაც ახასიათებს ნულოვანი ემისიები, ხოლო დაბალი სიჩქარეებით* მგზავრობისას, ავტომობილი არ მოიხმარს საწვავს. გადატვირთულ გზებზე მსუბუქი მართვით, ის იდეალურად არის ადაპტირებული ურბანულ ცხოვრებასთან.

*იმ მომენტებში, როდესაც დაბალ სიჩქარეებზე გჭირდებათ დამატებითი სიმძლავრე, მხარდაჭერას უზრუნველყოფს ბენზინის ძრავა.

LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

კომბინირებული ძალა

ენერგიის ორი წყარო უზრუნველყოფს სიმძლავრეს და ეკონომიურობას Lexus-ის ჰიბრიდში.

ჰიბრიდული სისტემა, რომელიც იდეალურად ითავსებს ბენზინის ძრავისა და ელექტრო ძრავის ენერგიას, ახორციელებს მართვის პირობების მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, იგი ახდენს ენერგიის ორივე წყაროს კოორდინირებას: აჩქარების დროს, საცობში ყოფნისას ან ჩქაროსნულ გზებზე მგზავრობისას.

LEXUS-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი

უფრო „ჭკვიანური“ დამუხრუჭება

Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი გულდასმით ზოგავს ენერგიას.

ყოველ წუთს, როდესაც მართავთ ავტომობილს, თქვენი ბატარეა იმუხტება. არამარტო მოძრაობისას, არამედ გაჩერების ან მოძრაობის შენელების დროსაც კი, ჩვენი რეგენერაციული სამუხრუჭო სისტემა გამოიმუშავებს კიდევ უფრო მეტ ენერგიას.