
სრულიად ახალი UX
ახალი ჰორიზონტები კროსოვერისთვის
სრულიად ახალი Lexus UX კონკურენციას უწევს ყველაფერს, რაც მანამდე არსებობდა. მისი გაბედული დიზაინი გამოხატავს განუმეორებელ ძალას. მისი სკულპტურული ფორმები ქმნის ელეგანტურ და დინამიკურ დიზაინს.
გაიცანით UX
დაწყებული შთამბეჭდავი დიზაინის მქონე Lexus-ის რადიატორის ცხაურით და დამთავრებული სპორტული სილუეტით და თამამი დიზაინის მქონე უკანა ნაწილით, ეს სრულიად ახალი Lexus UX მთლიანად ცვლის კროსოვერების კონცეფციას. ინტერიერიც არანაკლებ გასაოცარია, რომელიც ეფუძნება იაპონურ არქიტექტურულ კონცეფცია „ენგავა“-ს, სადაც ინტერიერი და ექსტერიერი ბუნებრივადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ მდიდრულ, მძღოლზე ორიენტირებულ და უსაფრთხო გარემოში თავს ისე იგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.
Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდი
ჰიბრიდი, რომელიც თავისით იმუხტება
ეს არის ჰიბრიდი, რომელიც თავისით იმუხტება, ასე რომ მისი დასამუხტად შეერთება არ არის საჭირო. მას შეუძლია თავისი დროის საშუალოდ 50% ელექტრულ რეჟიმში გაატაროს. ყოველ ჯერზე, როდესაც საჭესთან ხართ, თქვენი ბატარეა იმუხტება, არა მხოლოდ მოძრაობისას, არამედ გაჩერების ან შენელების დროსაც, ჩვენი რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემა აღადგენს კიდევ უფრო მეტ ენერგიას.
გამოცადეთ UX

















