
LEXUS-ის კროსოვერების სამოდელო ხაზი
LEXUS-ის კროსოვერების სამოდელო ხაზი
გასაოცარი დიზაინი, დახვეწილი ფუფუნება და შეუდარებელი ოსტატობა Lexus-ის კროსოვერების სამოდელო ხაზის დამახასიათებელი, გამორჩეული ნიშან-თვისებებია. ჩვენი ინოვაციური, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიითა და უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ -ით აღჭურვილი, თითოეული ავტომობილი შექმნილია ისე, რომ შემცირდეს გამონაბოლქვი და ჩვენი გზები უფრო უსაფრთხო გახდეს.
გაეცანით LEXUS-ის კროსოვერების სამოდელო ხაზი
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ლუქს კლასის კროსოვერებს და უპასუხოთ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას. დაეტევა თუ არა ის თქვენი ავტომობილის სადგომზე ან ავტოფარეხში? საკმარისი სივრცეა თუ არა შიგნით თქვენი ოჯახისთვის, როდესაც გაემგზავრებით დასასვენებლად ან მივლინებით? ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო თითოეული მოდელის შესახებ.
აირჩიეთ თქვენი Lexus-ის კროსოვერი
იქნება ეს დინამიკური, ქალაქის კროსოვერი UX, გასაოცარი NX თუ საფლაგმანო ლუქს კლასის RX (ასევე ხელმისაწვდომია როგორც 6 ან 7 ადგილიანი RX L), თითოეული კროსოვერი აღჭურვილია Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიით და დაბალ სიჩქარეებზე ხშირად გადადის უგამონაბოლქვო რეჟიმში. აირჩიეთ მოდელი, რომელიც შეესაბამება თქვენი ცხოვრების სტილს და გაიგეთ მეტი გამონაბოლქვის, საწვავის მოხმარების და ფასების შესახებ.

LEXUS UX

LEXUS NX

LEXUS RX

LEXUS RX L
გასაოცარი გამოცდილება LEXUS-თან ერთად
Lexus-ის კროსოვერების სამოდელო ხაზი გამოირჩევა ოსტატობის, ინოვაციური ჰიბრიდული სიმძლავრის, მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიისა და იაპონური მასპინძლობის, "Omotenashi"-ს ფილოსოფიის კომბინაციით. გაეცანით სამოდელო ხაზს, შექმნილს კროსოვერის მძღოლებისთვის, ვინც ეძებს სტილს, კომფორტს, სივრცესა და ეფექტურობას.
OMOTENASHI
თქვენ შეგიძლიათ გამოცადოთ Omotenashi სერვისი Lexus-ის ადგილობრივ დილერთან. ჰიბრიდული ტექნოლოგიის სპეციალისტები თქვენს ავტომობილს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გაუწევენ. Omotenashi გულისხმობს, რომ ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა მოლოდინი გავამართლოთ. ჩვენ ყოველთვის შეუფერხებლად და ადვილად ვასრულებთ დანაპირებს.
TAKUMI-ს ოსტატობა
ჩვენი Takumi ოსტატები აერთიანებენ ტრადიციულ მეთოდებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს, წარმოების ყველა ეტაპზე. გლუვი, სამუშაო მაჩვენებლებზე ორიენტირებული შასით დაწყებული და ხელით დამზადებული, ინტერიერის მოპირკეთების და სხვა ელემენტებით დამთავრებული, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მივიღოთ უნაკლო, საბოლოო პროდუქტი, რაც არის გარანტია ნებისმიერი კომპანიის მძღოლისა და ავტოპარკის მენეჯერისთვის.
უსაფრთხოების ინოვაციური ტექნოლოგია
უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+ წარმოადგენს ჩვენს უახლეს საფეხურს ავტომობილის უსაფრთხოებაში. უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System+, რომელიც შეიქმნა ათწლეულების განმავლობაში ინოვაციების და საგზაო შემთხვევების მიზეზების გულმოდგინე შესწავლის შედეგად, მოიცავს შეჯახების პრევენციის სამ ძირითად გარემოებას: პირდაპირი შეჯახება, ზოლიდან უნებლიე გადასვლა და შეჯახება ღამის საათებში.