აირჩიეთ თქვენი კომპლექტაცია
ჩვენი "Takumi" ოსტატების მიერ გულდასმით შემუშავებული და "ოსტატი მძღოლების" მიერ გამოცდილი NX-ის დაკიდების სისტემა მოდერნიზებულ იქნა, ხოლო ოპციური, ადაპტაციური დაკიდების სისტემა ამჟამად უკვე გთავაზობთ რეგულირების 650-მდე რეჟიმს.
ავტომობილით მოძრაობისას უსაფრთხოების სისტემა Lexus Safety System + ხელს უწყობს თქვენს აღქმის უნარს. მაგალითად: ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა გეხმარებათ, რომ არ მოხდეს ზოლიდან უნებლიეთ გადახვევა. ადაპტაციური კრუიზ-კონტროლი გეხმარებათ ინტენსიური და გადატვირთული საგზაო მოძრაობის დროს, ხოლო შეჯახების პრევენციის სისტემა კი მეთვალყურეობს სახიფათო სიტუაციებს, რაც შესაძლოა შეიქმნას გზის სხვა მომხმარებლებთან მიმართებაში და თუ საჭირო გახდა, იღებს შესაბამის ზომებს.
უფრო დინამიკური შეგრძნებებისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი NX F SPORT, შავი ფერის წინა ცხაურით, უფრო მეტად რეაგირებადი დაკიდების სისტემით, F SPORT-ის ინტერიერის დიზაინით და ახალი გამორჩეული დისკებით.
მოხდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება თვითდამუხტვადი ჰიბრიდის NX 300h-ის მანევრირებისა და მდგრადობის კუთხით.