
თვითდამუხტვადი ჰიბრიდი NX
ხელოვნება, იყო გამორჩეული
ქალაქისთვის შექმნილი, ეს თამამი კროსოვერი აერთიანებს რადიკალურ დიზაინს და ინტუიციურ ტექნოლოგიას, მართვის გაძლიერებული გამოცდილების მისაღებად.
გაიცანით NX
Lexus-ის უახლესი დიზაინის განსახიერებას, NX-ს აქვს გაბედული რადიატორის ცხაური ქრომირებული ელემენტებით და დიოდური ტიპის სპორტული მაშუქები. გამოცადეთ მისი სიმარდე ქალაქში თვითდამუხტვადი ჰიბრიდის და ბენზინის ტურბო ძრავიანი მოდელების არჩევანით.

-
არჩევანი ჰიბრიდულ და ბენზინის ძრავას შორის
NX ხელმისაწვდომია, როგორც 2.5 ლ. მოცულობის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით (NX 300h) ასევე, 2.0 ლ. მოცულობის ტურბო ძრავით (NX 300). ორივე შემთხვევაში თქვენ მიიღებთ დინამიკურ და სტაბილურ კროსოვერს - ქალაქში მანევრირების უნარით.
-
ჰიბრიდული ძრავა
იღებს ენერგიას როგორც ბენზინის, ისევე ელექტრული წყაროებიდან. NX 300h სასიამოვნო სამართავია და ამასთან, ხასიათდება მცირე ემისიით და საწვავის შემცირებული მოხმარებით.
-
ბენზინის ძრავა
2.0 ლიტრიანი ტურბო ძრავის წყალობით, NX 300 სასიამოვნო სამართავია - იგი გთავაზობთ სწრაფ აჩქარებას, დამაჯერებელ სამუშაო მაჩვენებლებს გზაზე და მართვის დახვეწილ გამოცდილებას.
-
დახვეწილი სალონის შთაბეჭდილება
მივდევთ რა "Kaizen"-ის ფილოსოფიას, რომელიც მუდმივ გაუმჯობესებას გულისხმობს, NX-ის სალონი გაცილებით უფრო დახვეწილია, ვიდრე ოდესმე. მომენტალურად შესამჩნევი, უფრო განიერი 10.3 დიუიმიანი მონიტორი Lexus-ის პრემიალური ნავიგაციის სისტემით, უაღრესად ზუსტი ნაკერებით ტყავზე და ფაქიზად დამუშავებული ზედაპირით, აძლიერებს თქვენს შთაბეჭდილებას საჭესთან ყოფნისას.
-
გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა
გულდასმით შემუშავებული და მკაცრად გამოცდილი ჩვენი Takumi "ოსტატი მძღოლების" მიერ, NX-ის დაკიდების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა სეგმენტში. ადაპტაციური, ცვალებადი დაკიდების სისტემა ახლა გთავაზობთ 650-მდე პოზიციის რეგულირების ფართო დიაპაზონს.
NX-ის მახასიათებლები ფოკუსში

NX-ის მახასიათებლები ფოკუსში
აღმოაჩინეთ Lexus NX-ის ყველა მახასიათებელი. დაწყებული Lexus-ის თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს დახვეწილ სამუშაო მაჩვენებლებს, დაბალ ემისიებს და დამთავრებული მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგიებით. გაიგეთ მეტი ჩვენი საშუალო ზომის კროსოვერის შესახებ ამ ვიდეოში.










გაეცანით ფერების არჩევანს
დაიწყეთ NX-ის მორგება თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, მოსინჯეთ სხვადასხვა ფერი ან განაგრძეთ მახასიათებლებისა და გალერეის გაცნობა.
გამოცადეთ NX
თხევადი ლითონის სილამაზით შთაგონებული, NX აუღელვებლად მისრიალებს ქალაქის ლანდშაფტზე. მისი ინტუიციური ტექნოლოგიები, ლამაზად დამუშავებული ტყავის სავარძლები და პრემიუმ კლასის აკუსტიკა აძლიერებს თქვენი მართვის შთაბეჭდილებას.
-
გამოცადეთ NX