2017 lexus lx 570 hero

LX-ი

ლეგენდარული საფლაგმანო კროსოვერი

აღმოაჩინეთ Lexus LX-ი - სრულფუნქციური, უმძლავრესი კროსოვერი, ლუქს კლასის სედანის დახვეწილობითა და მოპირკეთებით.

გაიცანით LX-ი

გამოცადეთ ახალი Lexus LX-ი, Lexus-ის ლეგენდარული ფუფუნების ახალი განსახიერება. 2017 წლის LX 570-ი შემოგთავაზებთ ინტელექტუალურ ტექნოლოგიას და გაუმჯობესებულ უსაფრთხოების მახასიათებლებს, კომფორტულ ადგილს შვიდი მგზავრისთვის და აბსოლუტურ თავისუფლებას გზაზეც და უგზოობაშიც - მასში გაერთიანებულია საუკეთესო სამუშაო მაჩვენებლები და უნაკლო დახვეწილობა, ერთ მძლავრ 4x4 ავტომობილში.


  

  
    2017 lexus lx 570 key features
  • ძარა ჩარჩოს კონსტრუქციაზე

    ჩვეულებრივი კროსოვერისგან განსხვავებით, რომლებშიც სალონი და სავალი ნაწილი ერთიანი კონსტრუქციაა, LX-ს აქვს ძარა ჩარჩოზე და ამგვარად, მტკიცე, ქვედა ჩარჩო აქრობს გრეხვით ძალებს, უსწორმასწორო რელიეფზე მართვისას.

  • მუდმივად ყველა ამძრავი თვლების სისტემა

    უგზოობაში LX-ის გამორჩეული გამავლობა უზრუნველყოფილია ყველა ამძრავი თვლების სისტემის წინა და უკანა დიფერენციალით და „TORSEN®”-ის მოცურების შემზღუდავი დიფერენციალით, რომლებიც ძალას ანაწილებენ თითოეულ თვალზე მოჭიდების შესაბამისად.

  • სხვადასხვა რელიეფის რეჟიმი

    LX-ი საშუალებას გაძლევთ ზუსტად აკონტროლოთ მომენტი და სიჩქარე, პირობების შესაფერისად. სხვადასხვა რელიეფის რეჟიმის მეშვეობით ხდება მუხრუჭების და აქსელერატორის პარამეტრების დარეგულირება თქვენს მიერ შერჩეული ტალახის/ქვიშის, ნაშალი ქანების, ქვიანი ან კლდოვანი რელიეფის რეჟიმის შესაბამისად.

  • ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა (AVS)

    ადაპტაციური ვარიაბელური დაკიდების სისტემა საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ სავალი მახასიათებლები: "Normal" - ყოველდღიური მგზავრობისთვის, "Comfort" - შორ მანძილზე მშვიდი მგზავრობისთვის და "Sport" - ავტომობილის მართვის უფრო ძლიერი შთაბეჭდილებების და დინამიკური რეაგირებისთვის.

  • ბენზინის ან დიზელის ძრავის არჩევანი

    ორივე LX-ის მოდელს შეუძლია დაძლიოს უმძიმესი უგზოობის პირობები, V8 შეწყვილებული ტურბოდიზელის ძრავით ან V8 ბენზინის ძრავით, თქვენ საჭირო სიმძლავრე და მანევრირების უნარი გექნებათ.

  • V8 ბენზინის ძრავა

    LX-ი აღჭურვილია V8 ბენზინის ძრავით და 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით (გადამრთველებით საჭეზე), სიჩქარეების დინამიკური და გლუვი შეცვლისთვის. 5.7-ლიტრიანი ძრავით, LX-ი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 7.8 წამში.

გამოცადეთ LX-ი

მისი ძლიერი მაჩვენებლებით და უნარით, დაძლიოს ყველაზე რთული საგზაო პირობებიც კი, LX-ი ასევე გამოირჩევა ქალაქური დახვეწილობით, თავბრუდამხვევი შესახედაობით და გამბედავი დიზაინით, ინტელექტუალური ტექნოლოგიებით და Takumi ოსტატების მიერ შექმნილი შეუდარებელი გაფორმებით. LX-ი შედევრია, რომელიც მწვერვალზეა Lexus-ის კროსოვერების ხაზში.

გამოსცადეთ LX

ზემოთ აღწერილი მოდელი არ არის ამ კლასის ტიპიური წარმომადგენელი.

Next steps

სხვა მოდელები ჩვენს ხაზში