LC

კონცეფციიდან კუპემდე

დაპროექტებული და შექმნილი თამამი ახალი ეპოქისთვის, LC-ი არის ახალი, თავბრუდამხვევი ლუქს კლასის კუპე.

გაიცანით LC

თუკი ოდესმე არსებულა ავტომობილი, რომელსაც შეუძლია წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენს ყველა გრძნობაზე, ეს არის ახალი Lexus LC. ჩვენ ავიღეთ განთქმული კონცეპტუალური ავტომობილი LF-LC და სკურპულოზურად გარდავქმენით შესანიშნავ სერიულ ავტომობილად. Lexus LC არაა უბრალოდ 2+2 კუპე, რომელიც დაგატყვევებთ თავისი ულამაზესი ესთეტიკით, ის სრულყოფილებამდე მიიყვანა 4000-ზე მეტმა დიზაინერმა, ინჟინერმა და ტექნიკოსმა, რათა შემოეთავაზებინათ მართვის შეუდარებელი გამოცდილება.


  

  
    2017 lexus lc key features
  • იდეალურად აგებული კუპე

    Lexus-ის საფირმო რადიატორის ცხაური ავსებს მაშუქების უნიკალურ კონფიგურაციას, ხოლო კომპაქტურმა ინჟინერიამ შექმნა LC-ის დაბალი ხუფი. უკანა მხარეს, სალონის სახურავის ხაზი ჩადის თვლების ფართო ნიშებს შორის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ავტომობილის მძლავრ იერს.

  • შესანიშნავი ძალოვანი აგრეგატების არჩევანი

    აღჭურვილი 5.0-ლიტრიანი V8 ბენზინის ძრავით და 10-სიჩქარიანი "Direct Shift" ავტომატური გადაცემათა კოლოფით, LC 500-ი საოცრად მგრძნობიარეა. LC 500h-ი აღჭურვილია მსოფლიოში პირველი, ოთხ-საფეხურიანი "Multi Stage Hybrid System"-ით; 3.5-ლიტრიანი V6 ბენზინის ძრავა კომბინირებულია გაუმჯობესებულ ელექტრომოტორთან.

  • ბენზინის ძალოვანი აგრეგატი

    ხელით აწყობილი 5.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, LC 500 საოცრად მგრძნობიარეა, განუმეორებელი V8-ის ხმით. 10-სიჩქარიანი "Direct Shift" ავტომატური გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს სიჩქარეთა საოცრად სწრაფ გადართვას, ხოლო AI-SHIFT არჩევს ოპტიმალურ სიჩქარეს, თქვენთვის სასურველი მართვის სტილის შესაბამისად.

  • ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი

    LC 500h-ი აღჭურვილია მსოფლიოში პირველი ოთხ-საფეხურიანი "Multi Stage Hybrid System"-ით; მასში გაერთიანებულია 3.5-ლიტრიანი V6 ბენზინის ძრავა, გაუმჯობესებული ელექტრომოტორი და "Multi Stage Hybrid System", რაც უზრუნველყოფს უაღრესად ეკონომიურ და დინამიკურ მართვას.

  • მსუბუქწონიანი ტექნოლოგიები

    წარმოუდგენლად ძლიერი, მსუბუქი ნახშირბადის ბოჭკოვანი გაძლიერებული პლასტიკი გამოყენებულია LC-ს სახურავსა და კარების ჩარჩოებში. კარები, საბარგული და ხუფის პანელები დამზადებულია მსუბუქი ალუმინისგან, ხოლო ამ გასაოცარი კუპეს ძარა კი - უაღრესად მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან.

  • მძღოლზე მორგებული სალონი

    სალონის ერგონომიკა გაძლევთ თავდაჯერებულობას და საშუალებას, დატკბეთ ენერგიული მართვით. მართვის ელემენტები და მონიტორი ისეა განლაგებული, როგორც თქვენ გჭირდებათ. ისეთი მართვის ელემენტები, რომლებსაც ხშირად იყენებთ, მაგალითად: მართვის რეჟიმები, განლაგებულია საჭეზე, ხელთან ახლოს.

გამოცადეთ LC

არაფერი დაგვიტოვებია იღბალის იმედად, როდესაც შევქმენით ახალი, ლუქს კლასის კუპე LC-ი. კომპრომისების უარყოფა ზუსტად შეესატყვისება მის ტექნოლოგიას და ინჟინერიას მისი მაცდური დიზაინის მიღმა. შექმნილი იმისათვის, რომ გადააჭარბოს ყოველგვარ მოლოდინს, LC არის ახალი და ამაღელვებელი ეპოქის დასაწყისი Lexus-ის ისტორიაში.

გამოსცადეთ LC

ზემოთ აღწერილი მოდელი არ არის ამ კლასის ტიპიური წარმომადგენელი.

Next steps

სხვა მოდელები ჩვენს ხაზში