2019 lexus gx hero

გაიცანით GX

იყავით გამორჩეული, სადაც არ უნდა გაემგზავროთ.

ახალ, ლუქს კლასის კროსოვერში GX 460 გაერთიანებულია ყველგანმავლის მახასიათებლები და სედანის დახვეწილობა. კროსოვერი ისეა შექმნილი, რომ გამოირჩეოდეს ყველგან, სადაც არ უნდა გაემგზავროთ.

გაიცანით ახალი GX

V8 ძრავით აღჭურვილი GX 460 გთავაზობთ ნებისმიერ ადგილზე წასვლის თავისუფლებას. კროსოვერი გამოცდილია ყველაზე ექსტრემალურ პირობებში, რაც კი შეუძლია ჩვენს პლანეტას რომ შემოგვთავაზოს. GX აღჭურვილია ათი უსაფრთხოების ბალიშით და მოწინავე უსაფრთხოების სისტემით Lexus Safety System +. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კროსოვერი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. ინტერიერში თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ Takumi-ს ოსტატობით და ისეთი დახვეწილი მახასიათებლებით, როგორიცაა: 17 დინამიკიანი აუდიო სისტემა Mark Levinson® და Lexus-ის პრემიუმ ნავიგაცია.


  

  
    2019 lexus gx key features
  • თამამი დიზაინი

    GX 460-ი აერთიანებს Lexus-ის უახლეს დიზაინსა და შთამბეჭდავ სიმძლავრეს უგზოობაში. ის მყისიერად მიიქცევს თქვენს ყურადღებას მისი ახალი, Lexus-ის საფირმო ცხაურით, რომელიც კიდეებზე შემოსაზღვრულია კომპაქტური, სამმაგი დიოდური ტიპის წინა მაშუქებით, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს Lexus-ის თამამ დიზაინს. კროსოვერის რთული არქიტექტურა შექმნილია პროექტირების გულმოდგინე პროცესების შედეგად და მიგანიშნებთ შეუდარებელ გამოცდილებაზე, რომელსაც მიიღებთ ამ შეუდარებელი ავტომობილის საჭესთან.

  • Takumi-ს ოსტატობა

    ჩვენი Takumi-ს ოსტატობა ნათელია GX 460-ის მაგალითზე. სალონში წარმოდგენილი ხის ლამაზი ორნამენტები შექმნილია იგივე ლაზერული ჭრის პროცესების გამოყენებით, რომლითაც "Yamaha" აწარმოებს თავის საუკეთესო, გრანდიოზულ პიანინოებს. ნამდვილი ხის არც ერთ ნაჭერს არ აქვს იდენტური სტრუქტურა, ასე რომ, ყოველი ელემენტი არის სრულიად უნიკალური.

  • შეუდარებელი სამუშაო მაჩვენებლები

    კროსოვერი შემუშავებულია კომფორტული მგზავრობისთვის გზაზე და ამასთან, აღენიშნება წარმოუდგენელი გაწევის ძალა უგზოობაზე. GX 460 აღჭურვილია 4.6ლ. V8 ბენზინის ძრავით, რომელზეც ჩატარებულია ინდივიდუალური კალიბრაცია. კროსოვერის მაქსიმალური მოქნილობისთვის, 6-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უზრუნველყოფს ხაზოვან, სწრაფ აჩქარებას, აუღელვებელ მგზავრობას მაღალ სიჩქარეზე და არაჩვეულებრივ გაწევის ძალას. ასევე, აღსანიშნავია ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მუდმივად აფასებს გზის პირობებსა და მართვის სტილს, რათა აქტიურად აკონტროლოს სიჩქარეთა ცვლა.

  • წარმოსახვითი ტექნოლოგიები

    GX 460 წარმოდგენილია მოწინავე ტექნოლოგიებით. მულტი-რელიეფური შერჩევის სისტემა ავტომატურად არეგულირებს დამუხრუჭებისა და აჩქარების პარამეტრებს, იმის მიხედვით თუ, რომელი მართვის რეჟიმი გაქვთ არჩეული. უხეშად დაკვალული და დაღარული რელიეფის პირობებში, სისტემა "Crawl Control" საშუალებას გაძლევთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ საჭეზე და ყურადღება არ გადაიტანოთ სატერფულებზე, ხოლო მულტი-რელიეფური მონიტორი კი, უზრუნველყოფს 360°-იან გამოსახულებას ავტომობილის გარშემო და ახლა უკვე გიჩვენებთ თქვენი GX-ის ქვეშ არსებულ სივრცესაც.

  • უსაფრთხოება

    მიუხედავად იმისა, უგზოობაში მგზავრობთ, თუ მანქანით მიემართებით საქმიან შეხვედრაზე, სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ თქვენ იმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო კროსოვერში, რაც კი ოდესმე შექმნილა. ყველა მოდელი GX 460 აღჭურვილია ჩვენი მოწინავე უსაფრთხოების სისტემით - Lexus Safety System +. სისტემა მოიცავს გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს, რომლებიც გეხმარებიან თავიდან აიცილოთ სამი, ყველაზე ხშირი საგზაო შემთხვევა: შეჯახება უკნიდან, სამგზავრო ზოლიდან გადასვლა და საგზაო შემთხვევა ქვეითების მონაწილეობით.

  • Sport

    GX 460 Sport-ის ლიმიტირებული გამოშვება, დამატებით სპორტულ ელფერს შესძენს თქვენს თავგადასავლებს. საფირმო ცხაური ხაზს უსვამს ავტომობილის თამამ დიზაინს, ხოლო ლამაზი უკანა სპოილერი კი, აძლიერებს კროსოვერის განიერ ძარას. ექსკლუზიურ გვერდითა სარკეებს და 18 დიუიმიან, მუქი რუხი ფერის ალუმინის დისკებს, ავსებს შავი მატი ფერის მაყუჩის დაბოლოება.

გაეცანით ფერების არჩევანს

დაიწყეთ GX-ის მორგება თქვენი მოთხოვნების შესაბამისად, მოსინჯეთ სხვადასხვა ფერი ან განაგრძეთ მახასიათებლებისა და გალერეის გაცნობა.

Tap the car to rotate

GX 5 კარიანი კროსოვერი 4.6ლ. ბენზინის ძრავა (302 ცხ/ძ) 6 სიჩქარიანი ავტომატიკა Luxury / შავი

გამოცადეთ GX

ახალი GX 460 შექმნილია ისე, რომ შეძლოთ ყველაზე რთული რელიეფის გადალახვაც კი. გამოცადეთ მისი პრაქტიკულობა და ინტერიერის სივრცე, რომელიც გათვლილია შვიდ მგზავრზე. კროსოვერი გამოირჩევა თამამი დიზაინით, დახვეწილი ოსტატობით და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომელსაც ელით Lexus-ისგან.

გამოცადეთ GX

ზემოთ აღწერილი მოდელი არ არის ამ კლასის ტიპიური წარმომადგენელი.

სხვა მოდელები ჩვენს ხაზში